ვახო კედელაძე ქართველი მოდელია, რომელიც „ბალენსიაგას“ და ამ დრომდე „ვეტმანის“ კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას თვალთახედვის არეში არაერთხელ მოექცა.
ახლახან, პარიზში გამართულ „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე, ორ სხვა ქართველ მოდელთან ერთად, პოდიუმზე ვახო კედელაძემაც გაიარა, თუმცა ყველასგან განსხვავებით, ის დემნა გვასალიას რჩეულია.
ვიდეო: თაკო ჩხეიძე
ვახო არის ქართველი მოდელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ ითანამშრომლა დემნა გვასალიასთან. აქამე ის ოთხჯერ გამოვიდა „ვეტმანის“ ჩვენებებზე, ამჯერად კი უკვე მეხუთედ, დემნამ უკვე „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე მიიწვია.
ვახო სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსის“ მოდელია. სააგენტოს ხელმძღვანელები არიან თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია.