ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკების შედეგია.
მელაშვილი ამბობს, რომ წინააღმდეგია მისი ციხიდან განთავისუფლების საკითხი ვინმემ პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს.
„თუ გინდა, წამიყვანონ უკან და ჩავჯდები, ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ მე გამომიყენოს ვინმემ, რაკი ეს გამოუშვეს, მე პარლამენტში შევალ“.
პარტია „მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.
მე მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი – ვახტანგ გომელაური
ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლეს. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში.