მწერალი გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლამდე გაკეთებულ სიას აქვეყნებს.
გიორგი კეკელიძე იმედოვნებს, რომ მისი დაწყებული საქმეები გაგრძელდება.
„წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გიჟური შეთანხმებების ციკლით, შევძელი და ბევრი მიმართულებით დავუკავშირე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia ბიზნესს.
ეს პროექტები, იმედი მაქვს, გაგრძელდება სამომავლოდ, რაც მხოლოდ გამახარებს:
პირველი კორპუსის რეაბილიტაცია, მაჩაბლის სამკითხველო დარბაზი – სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company
დამწერლობის მუზეუმი – საქართველოს ბანკი • Bank of Georgia
ციფრული ფოტომატიანე – Coca-Cola
ემიგრაციის მუზეუმი – Sarajishvili
სოფლის ბიბლიოთეკები, საგანმანათლებო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი” – Gulf Georgia
ბიბლიოთეკები ოკუპაციის გამყოფ ხაზთან – საქართველოს ფოსტა / Georgian Post
სკვერის ბიბლიოთეკები, წიგნის ბუდეები – Arveladze Foundation – ფონდი არველაძე Shota Arveladze Achi Arveladze
ბიბლიოთეკები ციხეებში – Biblusi • ბიბლუსი და იუსტიციის სამინისტრო
ქართული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ – TBC – თიბისი
ცისფერყანწელების ბაღი (ქუთაისი) – Gardenia shevardnadze
ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-სამკითხველო (განმუხური) – ნიკო კვარაცხელიას ფონდი.
დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი – SEED Georgia
ახალგაზრდული სამკითხველო – Mastercard
დამოუკიდებლობის დარბაზი – BlueTabla • ბლუტაბლა
მიუსაფარი ცხოველების დაცვა – ,,Animal Rescue Gerogia” – ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი თათები • Tatebi
ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიო – “შუხმანი”
უახლოეს მომავალში დაგეგმილი და შეთანხმებულია:
? ვიზიტი უკრაინაში და უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება
? ვიზიტი ლიეტუვაში და ლიეტუვაში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება
? ვიზიტი ბრიტანეთში და ლონდონში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმება
? ბარსელონაში, დუბლინში, ემპოლიში, ბარიში, რიზეში ქართული წიგნის კუთხეების გახსნა
? 10 ქალაქში სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა
? 100 სოფელში ვიზიტი წიგნებით
? უშუალოდ ბიბლიოთეკაში გაიხსნება:
? ქართული დამწერლობის მუზეუმი (კვლავ კერძო ბიზნესი)
? ნიკო ნიკოლაძის დარბაზი
? აფხაზი თავადების – ჩხოტუების დარბაზი
? არაყიშვილის კაბინეტი
და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით უნდა დაიწყოს პირველი კორპუსის რეაბილიტაცია“. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.