LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებას ვუსურვებ “ვანოს შოუს” „ტვ პირველზე“… დღეს ოპოზიციური არხები ერთი მთავარი მიზნისთვის ვიბრძვით” – ეკა კვესიტაძე

220
ვანო და ეკა

ვანო ჯავახიშვილის გუნდის „ტვ პირველზე“ გადასვლას დიდი განხილვა მოჰყვა. ვანო ჯავახიშვილის განმარტების შემდეგ, თუ რატომ მიიღეს სხვა არხზე გადასვლის გადაწყვეტილება, განცხადება „მთავარი არხმაც“  გააკეთა.

„მთავარ არხზე“ ხშირად ანაზღაურების გარეშე მუშაობენ და მაინც არ ტოვებენ კომპანიას“ – „მთავარი არხი“ „ვანოს შოუს“ გუნდის TV პირველზე გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ვანო ჯავახიშვილის გუნდსაც და „მთავარ არხსაც“ დამცველები და კრიტიკოსები  გამოუჩნდნენ.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ „ვანოს შოუს“ წარმატება უსურვა.

„წარმატებას ვუსურვებ “ვანოს შოუს” ტვ პირველზე. ეს გუნდი, მისი თითოეული წევრი ძალიან ძვირფასია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, “მთავარი არხის” ყველა თანამშრომლისთვის.

დღეს ოპოზიციური არხები ერთი მთავარი მიზნისთვის ვიბრძვით, რაც შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ერთმანეთთან (ბუნებრივი) კონკურენცია. შესაბამისად, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის რეიტინგებითაც.

ამიტომ, სეზონის დასაწყისში დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ძვირფას მეგობარ არხებს “ტვ პირველს”, “ფორმულას”, “კავკასიას” და ჩემს უსაყვარლესს “მთავარ არხს”, რომლის თანამშრომლებმა წარმოუდგენელ სტრესს გაუძლეს, განსაკუთრებით ნიკას დაჭერის შემდეგ.

ასეთი გმირობის ფონზე “მთავარი არხი” გადარჩა და ვუსურვებ ჩვენს თავს, რომ ძალიან წარმატებული სეზონი დაგვეწყოს“♥️ – წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

“ეთერის გარეშე მათი დარჩენა იქნებოდა ჩემი პირადი ტრაგედია, რაც ამ კაცს და მის გუნდს აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში, საკუთარი გადაცემებით, სხვას არავის! არც დაიკვეხნოს არავინ” – ინგა გრიგოლია ვანო ჯავახიშვილზე

„სრული უნამუსობა და ბოროტებაა“ – ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმიანება

მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა: ნანუკა ჟორჟოლიანი

თამუნა ლეკვეიშვილი: „რა ამბავი ატყდა, „იმედზე“ ხომ არ გადავსულვართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g