LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წავიყვან ლარსში და გამოვიხსნით მამამისს რუსეთიდან… აქ ვერ დარჩება, ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში” – ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინელი ქალის შესახებ

231
277554935_10209529398069870_4597450890134621596_n-2

ექი­მი თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას უკ­რა­ი­ნელ ქალ­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ წერს და მის ის­ტო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას “ფე­ის­ბუქ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით უყ­ვე­ბა.

“დი­ლის 4 სა­ათ­ზე ჩა­მოვფრინ­დით, როცა თვითმფრი­ნა­ვი­დან ავ­ტო­ბუ­სით აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბის­კენ მივ­დი­ო­დით გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა ახ­ლა­გაზ­რდა გოგო-თქვენ უკ­რა­ი­ნე­ლი ხართ?

-მე? არა

-გულ­საბ­ნე­ვი რომ გი­კე­თი­ათ, მე­გო­ნა უკ­რა­ი­ნე­ლი იყა­ვით,

-მე არა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი, თქვენ სა­ი­დან ხართ?

-მე ხარ­კო­ვი­დან

-უი, რა­ნა­ი­რად, მარ­ტო მო­დი­ხართ?

– ჰო, მო­ხუ­ცი მამა გად­მო­ყავთ რუ­სე­თი­დან, იქით მოხ­ვდა დო­ნეც­კი­დან და ლარსზე უნდა დავ­ხვდე რომ უკან წა­ვიყ­ვა­ნო, ბავ­შვე­ბი და დედა დავ­ტო­ვე რუ­მი­ნე­თის სა­ზღვარ­თან.

-სად უნდა წახ­ვი­დეთ ახლა?

-არ ვიცი, ვაგ­ზალ­ზე გა­ვა­თე­ბენ და მერე წა­ვალ ზემო ლარსზე…

-სა­ქარ­თვე­ლო­ში ხართ ნამ­ყო­ფი?

-არა, პირ­ვე­ლად ვარ

-წა­მო­დით ჩვენ­თან, და­გეხ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ფერ­ში

-მარ­თლა?

-რა თქმა უნდა

ჰო და მო­ვიყ­ვა­ნეთ ანია სახ­ლში, ცოტა შოკ­ში იყო ამის გამო. დი­ლის 6 ზე გა­მო­ვი­ძა­ხე ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლი, ხა­ჭა­პუ­რი,მწვა­დი,ფხა­ლი,შქმე­რუ­ლი. ვჭა­მეთ, ვი­სა­უბ­რეთ.ბავ­შვებ­მა და დე­დამ ისე გა­მო­მა­ცი­ლეს რო­გორც თით­ქოს ბო­ლოს მხე­დავ­დნენ, რად­გან არ ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დიო. ჯერ ლუ­განსკი­დან იყო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ხარ­კოვ­ში, ერთი წე­ლია ბინა უყი­დი­ათ, ნელ-ნელა არე­მონ­ტებ­დნენ თურ­მე,

მერე იქი­და­ნაც მო­უ­წი­ათ ნელ-ნელა და­სავ­ლე­თით წას­ვლა, ხან ბაღ­ში ათე­ნებ­დნენ, ხან სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში.ბო­ლოს და­ეხ­მა­რა გოგო, რო­მელ­თან ერ­თა­დაც პო­ლო­ნეთ­ში მუ­შა­ობ­და წლე­ბის წინ, არ ვმე­გობ­რობ­დოთ უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბე­ბი ვი­ყა­ვი­თო და მის მშობ­ლებმ­თან გა­მიშ­ვა ჩერ­ნოვ­ცი­შიო, რუ­მი­ნე­თის სა­ზღვარ­თან.

ახლა ჩემ­თა­ნაა, ხვალ წა­ვიყ­ვან ლარსში და გა­მო­ვიხ­სნით მა­მა­მისს რუ­სე­თი­დან. აქ ვერ დარ­ჩე­ბა, რად­გან ქმარს არ და­ტო­ვებს მარ­ტო უკ­რა­ი­ნა­ში, ასე ამ­ბობს. ჯერ­ჯე­რო­ბით. ზო­გა­დად არ იცის რას იზამს, ბავ­შვებ­თან უნდა დაბ­რუნ­დეს რომ ოჯა­ხი ერ­თად იყოს.

აე­რო­პორ­ტის გზა­ზე, ქა­ლაქ­შიც ამ­დე­ნი უკ­რა­ი­ნის დრო­შა რომ ნახა სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­ზე, აფ­თი­ა­ქებ­ში შოკ­ში ჩა­ვარ­და, არ მე­გო­ნა ასე თუ გვი­ჭერ­დით მხარ­სო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვით, რომ ყვე­ლა­ზე ახლო ქვე­ყა­ნაა ჩვენ­თვის, ერთი ბედი გვაქვს და მხარს ვუ­ჭერთ მაქ­სი­მა­ლუ­რად.11 წლის და 4 წლის შვი­ლი ჰყავს რაც შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რე­ბი, ახ­ლაც და მე­რეც”, – წერს თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g