LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წელს საცხოვრებელი ბინებით 80-მდე ოჯახის დაკმაყოფილება გვაქვს დაგეგმილი” – უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები 56 ოჯახს გადაეცა

146
კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა. როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ფართებით 378 ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი.

„წელს საცხოვრებელი ბინებით 80-მდე ოჯახის დაკმაყოფილება გვაქვს დაგეგმილი. უსახლკაროთა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მომართვიანობაა. დღეის მდგომარეობით, ფართებით დასაკმაყოფილებელი გვრჩება 378 ოჯახი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერის თქმით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, მოქალაქეებმა მერიის შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ.

„უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა არის საჭირო, ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, რაიონულ გამგეობას ან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართოთ. პროცესში ჯანდაცვის სამინისტროცაა ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები