უკრაინის მთავრობამ რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური დანაკარგები დაითვალა. მათი გათვლებით, უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას 565 მლრდ დოლარი დასჭირდება.

“წინასწარი გათვლებით, უკრაინის პირდაპირმა დანაკარგებმა 565 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს ის თანხაა, რაც ჩვენი სახელმწიფოს აღდგენას დასჭირდება და რომლის მიღებასაც ჩვენი პარტნიორებისგან ველით”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც შმიგალმა აღნიშნა, უკრაინა იმუშავებს, რომ რუსეთის ქონება და ფინანსური საშუალებები საზღვარგარეთ დაყადაღდგეს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები