LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული

4247
BeFunky-collage

„სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპარლამენტარი, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები“, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

„მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ევროკავშირის პარლამენტს ნუ დახატავთ ისე, თითქოს ეს იყოს ორგანო, რომელიც იღებს ჩვენი გაწევრიანების თუ სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილებას. მე მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ქართველებს, ვინც თქვენ [ჟურნალისტებს] ხანდახან, რა თქმა უნდა, უნებლიეთ შეგყავთ შეცდომაში, რა თქმა უნდა, უნებლიეთ აკეთებთ ამას და წარმოაჩენთ ისე, რომ თითქოს ევროკავშირის პარლამენტი წყვეტს წევრობის საკითხს, არა, ბატონებო და ქალბატონებო, ევროკავშირის პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოებისგან შექმნილი ასამბლეა, რომელსაც პირდაპირ გზით ირჩევენ ხოლმე ევროკავშირის ამომრჩევლები და სწორედ მათ ეძლევათ ხოლმე ასეთი ფორმით [აზრის გამოხატვის საშუალება]

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპარლამენტარი, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმაც იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა. შესაბამისად დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს[მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია]“, – განაცხადა წულუკიანმა.

“თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, რადგან ღირსებას ვერ დავთმობთ”- დიმიტრი ხუნდაძე

“ქართველი ხალხის სახელით, ბიძინა ივანიშვილს მიენიჭოს ღირსების ორდენი” – სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g