„უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი სამართლებრივი უაზრობაა,“- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივ ტერმინები არ უნდა ავურიოთ.
„ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება უკრაინაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით.
ექსტრადიცია უკრაინაში აქედან იქით ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული,“- თქვა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას არ ჰგონია, რომ სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი იყოს.
„საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რათა საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არანაირი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია.
არ არსებობს მაინც სამართლებრივი მიზანშეწონილობა. ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: როგორც პრეზიდენტი მოქალაქეებს უკრაინაში სულ ვაბრუნებ – ეს სააკაშვილსაც ეხება