LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყნოსვას Cvoid-19–ის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულთა 86% კარგავს – მეცნიერების დასკვნა

172
hypatia-h-bbeff8d5a9671d3e71b7ba58531aba12-h-4690bbda2ce5ed9e1c98cc61f61ad6c7-scaled

კორონავირუსით ინფიცირებულთა 86% ყნოსვასა და გემოს შეგრძნებას კარგავს და მათი ბოლომდე გამოჯანმრთელება 6 თვის ვადაში ხდება, ასეთი დასკვნა ექსპერტებმა ევროპის 18 ჰოსპიტალში განთავსებული 2 500 ადამიანის გამოკვლევის შემდეგ მიიღეს.

ძირითადად კი ასეთი სიმპტომები Covid-19–ის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ. მსუბუქ ფორმად მედიკოსები იმ შემთხვევებს თვლიან, როდესაც ინფიცირებულს პნევმონია ან ჰაერის უკმარისობა არ აწუხებს და მისი გამოჯანმრთელება სახლის პირობებშიც შეიძლება.

ყნოსვა როგორც წესი 18–დან 21 დღის ვადაში ბრუნდება, თუმცა გამოცდილებამ ისიც აჩვენა რომ დაავადებულთა 5%–ს ყნოსვის შეგრძნება 6 თვის განმავლობაში ქონდა დაკარგული.

ანოსმია, ანუ ყნოსვის დაკარგვა Covid-19–ის ადრეულ ნიშნად ითვლება. ის შესაძლოა მოულოდნელად, ყოველგვარი წინასწარი ნიშნების გარეშე გაჩნდეს.

„ანოსმია ისეთ პაციენტებს აღენიშნებოდათ, რომლებსაც კორონავირუსის სხვა არანაირი სიმპტომი არ ქონდათ“  – ამერიკის ოტოლარენგოლოგთა აკადემია.

საინტერესოა, რომ კორონავირუსის უფრო რთული ფორმების მქონე პაციენტები ყნოსვას 4%–დან 7%–მდე შემთხვევაში კარგავენ.

როგორ დავტესტოთ ყნოსვის და გემოს შეგრძნებები?

სახლის პირობებში ამ უნარების შემოწმება ძალიან ადვილია. ექსპერტები ამისთვის მარმელადის გამოყენებას გვირჩევენ.

„ხელში ხილის არომატის მქონე მარმელადი აიღეთ. მეორე ხელით ცხვირი დაიფარეთ ისე რომ ჰაერი არ მიგეწოდებოდეთ. შემდეგ მარმელადი პირში ჩაიდეთ და შეეცადეთ მისი გემო შეიგრძნოთ. ამის შემდეგ ცხვირიც გაათავისუფლეთ და კარგად დააკვირდით იგრძნობთ თუ არა რამე არომატს. თუკი გემოს სრულად შეიგრძნობთ და მარმელადის არომატიც იგრძენით, მაშინ თქვენი შეგრძნებები ძალიან კარგ მდგომარეობაშია.“

მეცნიერები ამ პროცესს ცხვირის რეტრო მგრძნობელობას უწოდებენ, ანუ როდესაც სუნი პირის ღრუდან ცხვირისკენ გადაიცემა.

თუკი მარმელადი არ გაქვთ, ამაზეც არ იდარდოთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა საკვები გამოიყენოთ.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგჯერ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები სხვა ვირუსებისა თუ ინფექციების გამო იკარგება და კორონავირუსი არაფერ შუაშია. უფრო მეტიც, მედიკოსებს ყნოსვის ქრონიკულად დაკარგვის უამრავი შემთხვევა ახსენდებათ და ეს პრობლემა დედამიწის მოსახლეობის 13%–ს აწუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები