LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა ნახვაზე ვეუბნები.. დედიკო გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ლოცულობს-თქო.. დარწმუნებული ვარ ესმის” – ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა მოქალაქეებს მადლობას უხდის

8114
BeFunky-collage (14)

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ სასწაულების სჯერა.

“ყველაფერი გამოგვივა დე”- შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა

“ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს, დედიკო გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ყველა შენთვის ლოცულობს-თქო.

დარწმუნებული ვარ ესმის და სიამოვნებს, ხალხნო ვერ აღგიწერთ როგორ მაძლიერებს თქვენი ასეთი გვერდში დგომა და ამდენი ყურადღება

უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და კეთილი სიტყვებისთვის

მე მჯერა რომ სასწაულები ხდება”, – წერს დაშავებული მოზარდის დედა.

ბოლო ცნობებით, 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, სტაბილურია. როგორც “ფორტუნას” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა, პირველი 72 საათი, ინფექციის და სხვა გართულების რისკი მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოზარდს მდგომარეობის გაუარესება არ აღენიშნება.

“ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესება არ არის” – ივანე ჩხაიძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ მოზარდზე

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

“5 ოპერაცია ჩაუტარდა 8 საათის განმავლობაში” – როგორია შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

magti 5g