ბოლო ცნობებით, 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, სტაბილურია. როგორც “ფორტუნას” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა, პირველი 72 საათი, ინფექციის და სხვა გართულების რისკი მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოზარდს მდგომარეობის გაუარესება არ აღენიშნება.
შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის დედა შვილს ამხნევებს და წერს:
“ყველაფერი გამოგივა დე”.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.