“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლებისა და, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილისთვის ქვეყნის ტერიტორიის გაყიდვის დაბრალებას აპირებს. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების შეფასებებისას ისაუბრა.
“რაღაც სიგიჟეებზეა საუბარია, ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის წარმოუდგენელია” – სერგი კაპანაძე დავით გარეჯის საქმეზე
“ეს არის ივანიშვილის გულის მოსაგებად გაკეთებული განცხადებები, ყველაფერს აკეთებენ აჩვენონ, რომ აი, იქ მეორე მონსტრია სააკაშვილი, რომელიც აქამადე ხო საშინელებებს აკეთებდა, ახლა თურმე ტერიტორიებს ყიდდდა. არ არის ეს რეალობა. აქ ამოცანა არის ის, რომ ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას და თქვან, რომ ყიდნენ ტერიტორიებს.
რა ამოძრავდებდა ამ ხალხს, როდესაც ამ რუკებს მალავდნენ? ანგარება იყო, მოსიყიდა ვინმე თუ რაღაცის გამო ხომ აკეთებდნენ, ვერ ამბობენ ამას, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი მოტივი ბუნებაში. ის ხალხით როგორც ჩანს, ძლიერი და პატრიოტი ხალხია და არ აპირებენ დათმობას. ასე რომ, აუფეთქდებათ ეს საქმე ისე, როგორც ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემია აუფეთქდათ ქვეყანაში”- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.