LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზანდა ეწევა ჯანსაღ ცხოვრებას და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას! ავარიაში მოხვედრამდე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში“ – რას წერს მოცეკვავე ზანდა კონცელიძის მეგობარი

1774
ფორტუნა (25)

ახალგაზრდა მოცეკვავეს, ზანდა კონცელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

გოგონა ავარიაში მოჰყვა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ზანდას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეგობარი ივერი ბერიძე წერს.

„გამარჯობა, მეგობრებო ზანდას შესახებ ძალიან ბევრი არასწორი ჭორი გავრცელდა, სამწუხაროდ.
ზანდას დედის გვერდით არიან ჩემი მეგობრები, პირველი წამიდან და გეტყვით, რომ 25 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე, ძალიან ცუდ ავტოკატასტროფაში მოყვა, ზანდა არის ხელოვნურ კომაში, დაზიანებული აქვს მუცლის ღრუ, გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია, არის მძიმე მდგომარეობაში, ექიმები იმედს ვერ გვაძლევენ, შანსი არის ორმოცდაათი-ორმოცდაათზე.

„ვიშოვეთ სისხლი, ბევრი დონორი გამოჩნდა..გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ სისხლის ჩაქცევა აქვს მუცელში“ – რას ამბობს ზანდა კონცელიძის ძმა

ზანდა ეწევა ჯანსაღ ცხოვრებას და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას! ავარიაში მოხვედრამდე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში!
დაშავდა 4 ადამიანი, გარდაცვლილი არავინ არ არის, ღვთის წყალობით.
ზანდა და მეორე მძღოლი არიან უმძიმეს მდგომარეობაში, უფლის იმედად ვართ რომ ორივე გადარჩება.

რაც შეეხება დავით აკობიას, იყო ზანდას საქმრო და არა ქმარი, რომელიც გარდაიცვალა 7 თვის წინ, ავტოავარიაში.
ტყუილად ნუ აკავშირებთ ამ ყველაფერს ზანდას ავარიასთან!

ზანდას სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და უცხოეთში ესაჭიროება გადაყვანა, რისი სახსრებიც არ გააჩნიათ, ვისაც რა დახმარება შეგიძლიათ, გთხოვთ დაგვიდეგით გვერდში, ერთად გადავარჩინოთ ზანდას სიცოცხლე.

საქართველოს ანგარიში:
GE42BG0000000526149006
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g