„ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში – 24-საათიან რეჟიმში უნდა დააკვირდე, რომ თავისი განცხადებებით არ დააზიანოს სახელმწიფო,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„თუნდაც ბოლო განცხადება ჩინეთზე ამაზე მეტყველებს, რომ ის ფუნქციები, რომელიც აქვს ზურაბიშვილს, იყოს რელევანტური ამ ადამიანისთვის. ამიტომ არსებობს 24-საათიანი რეჟიმი და ახლა საზოგადოება ხვდება, რატომ არ უშვებდა მშობელი ანუ მთავრობა ამ პატარა ბავშვს – ზურაბიშვილს, ასანთით ხელში უცხოეთში,“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სი ძინპინისა და პუტინის გასამართლებაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მისი შინაგანი რწმენით: „ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.“