LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან წულაძე: „ვიფიქრეთ, რომ კომედია გაგვეკეთებინა იმავე სერიოზულ, დრამატულ თემაზე და „ფიგარო“ ამოვირჩიეთ…“

103
mananachola

19 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ლევან წულაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალ სპექტაკლზე – „ფიგაროს ქორწინება“ ისაუბრა.

ბატონო ლევან, მოგვიყევით „ფიგაროს ქორწინების“ შესახებ…

ძალადობის თემაზე ორი ძალიან მძიმე სპექტაკლი გავაკეთეთ ძალიან მძიმე დრამატურგიით. მერე ვიფიქრეთ, რომ კომედია გაგვეკეთებინა იმავე სერიოზულ, დრამატულ თემაზე და „ფიგარო“ ამოვირჩიეთ. ეს სპექტაკლიც საკმაოდ მძიმე და მნიშვნელოვან თემებზეა. გრაფის, ფიგაროს და მისი ახალგაზრდა საცოლის ბრძოლაზეა, ძალაუფლების მქონე ადამიანზე და ქალზე. ძალაუფლების მქონე ადამიანი ყოველთვის ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ არ გამოიყენოს ის უფლება, რომელსაც საზოგადოება ანიჭებს. დღესაც თუ დავაკვირდებით, ძლიერი ადამიანები ხშირად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას, თუნდაც, ჰარვი ვაინშტაინის ისტორია რომ გავიხსენოთ და კიდევ რამდენი ასეთი ამბავი მოვისმინეთ კამპანიის „Me too“ მეშვეობით. რამდენი ქალი აღმოჩნდა შერცხვენილი, დაჩაგრული, დამცირებული, რის შესახებაც არაფერი ვიცოდით. აქაც იგივე ამბავია, უბრალოდ, ეს ქალი და ფიგარო ძალიან გონებამახვილები არიან, თვითონ იბრძვიან და თვითონ იმარჯვებენ. მგონია, რომ სპექტაკლში არც ისე ნაკლებ ძლიერია ძალადობის თემა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ეს კომედიის ჟანრში იქნება ნათქვამი, მელოდრამის თუ მიუზიკლის, მთავარია, სიმძაფრე არ აკლდება.

როგორ შეარჩიეთ მსახიობები ამ სპექტაკლისთვის?

ძალიან ადვილად მოხდა განაწილება, რადგან გვინდოდა, აქაც იმავე ხალხს ეთამაშა, ვინც სპექტაკლებში – „კრეიცერის სონატა“ და „დანაშაული და სასჯელი“ თამაშობდა. რა თქმა უნდა, 1-2 პერსონაჟიც დაემატა. ჩვენი ჩანაფიქრი ტრილოგიის გაკეთება იყო.

„მარჯანიშვილის თეატრი“ რა სიახლეებს უმზადებს მაყურებელს ახლო მომავალში ?

ბევრი სპექტაკლი მზადდება და უკვე გამოშვების პირას არის ერთი სპექტაკლი, რომელიც ქალბატონმა ქეთევან ხარშილაძემ დაწერა. ეს ამბავი მის ამერიკაში ემიგრაციის ისტორიას შეეხება. ეს არის ქალური, ძალიან საინტერესო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ამერიკაში. ასევე იქნება „ვოდევილის“ მეორე ნაწილი, ჯერ არ ვიცით, შეიძლება ტრილოგიათაც გავაკეთოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g