LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯოლოგუას საშობაო ფილმის პრემიერა „მიუზიკბოქსის“ ეთერში შედგება

26
jologuamariam2021

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  მსახიობი მარიამ ჯოლოგუა სტუმრობდა და ახალი პროექტის: „შობა ხომ მაინც მოვა“ შესახებ ისაუბრა. ფილმი პირველად „მიუზიკბოქსის“ ეთერში გავა. ეს არის პირველი ფილმი, რომელზეც მარიამ ჯოლოგუამ, როგორც რეჟისორმა, იმუშავა.

,,უნივერსალური ცოლი მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ” – მარიამ ჯოლოგუა და აპოლონ კუბლაშვილი გადაცემაში „არტ-FM”

მარიამ, როგორ შეიქმნა ეს პროექტი?

მარიამ ჯოლოგუა:

ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ოქტომბერში, ერთი თვის განმავლობაში სტუდიაში სიარულის საშუალება გვქონდა, ნოემბრიდან კი გადავედით ონლაინ რეჟიმზე. საახალწლო პროექტებს ყოველ წელს ვაკეთებთ, ამიტომ  წელსაც არ ვუღალატეთ ამ ტრადიციას. მიუხედავად ყველაფრისა, შობა ხომ მაინც დგება… ამიტომ ჩვენი სლოგანიც სწორედ ესაა. მზად ვიყავით ყველაფრისთვის, თუ თეატრი არ გაიხსნებოდა, აუცილებლად გადავიღებდით.

სამი წელი ვისწავლე ტელე-კინო რეჟისურაზე, თუმცა არაფერი მქონდა გადაღებული. დღეს უფრო თამამად შემიძლია ამ პროექტზე საუბარი, რადგან ყველაფერი შეკრული და აწყობილია. მეამაყება ეს ნამუშევარი, რომელიც მალე გასაჯაროვდება ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსის“ ეთერში,13-14 და 15 იანვარს, საღამოს 9-საათზე. ფილმის სიუჟეტი არის ახდენილ სურვილზე, სასწაულსა და იმედზე. მოქმედება ხდება 2021 წლის შობას, თბილისში. მთავარი, რაც მამოძრავებდა, იყო ბავშვები, რომ მათთვის არ დარღვეულიყო ყოველდღიურობა და რეალობა.

როგორც ვიცით, ფილმში ბავშვებთან ერთად, პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობენ.

დიახ ასეა, ცნობილ ადამიანებთან ერთად თამაში ბავშვებისთვის დიდი სტიმულია. ისინი მათი ყურებით ბევრ რამეს სწავლობენ და ხდებიან უფრო თავდაჯერებულნი. ამ პროექტში გვყავს ორი თოვლის ბაბუ, ერთი ბატონი ლეო ანთაძე, რომელიც ასევე არის ფილმის მთხრობელი და  მეორე – ბავშვებისთვის  საყვარელი გიორგი მარშანია. მცირე ჩართვით გვყავს ნიკოლოზ წულუკიძეც, ჟურნალისტის პროფესიით. ფილმის რეჟისორი ვარ მე, პიესის ავტორი კი ჩვენი პედაგოგი ნათია კვაშალი, რომელმაც ეს პიესა სრულიად ექსპრომტად ზაფხულში დაწერა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები