საკმაოდ დიდი ხანა, ანტონიო ბანდერასი მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, Goya Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოჩენილმა მსახიობმა კვლავ აალაპარაკა საზოგადოება.
„ნუთუ 60 წლისაა?“ – ანტონიო ბანდერასი წითელ ხალიჩაზე შეუდარებლად გამოიყურება
ახლა კი პაპარაცები მსახიობის თითოეულ ნაბიჯს ადევნებენ თვალს. 60 წლის ბანდერასი და მისი 39 წლის შეყვარებული, ნიკოლ კიმპელი მაშინ გადაიღეს, როდესაც მადრიდის ქუჩებში სეირნობდნენ. ისინი ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ. ანტონიოს მუქი ლურჯი ჯინსის ქურთუკი ეცვა, ნიკოლი კი შავ ტყავის ქურთუკში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდება. ანტონიომ ის მაშინ გაიცნო, როდესაც მეორე ცოლს, მელანი გრიფიტს დაშორდა.