ესპანეთში, Goya Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სტუმრებს შორის 60 წლის ანტონიო ბანდერასიც იყო, რომელიც წითელ ხალიჩაზე შეუდარებელ ფორმაში გამოჩნდა.
ვარსკვლავს მუქი ფერის, საოცრად ელეგანტური და დახვეწილი კოსტიუმი ეცვა, რომელსაც პრიალა ფეხსაცმელი და შავი მაისური შეუხამა. ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცვა, საზოგადოება ბანდერასის ასაკის შესახებ საუბრობს.
„დაუჯერებელია მისი ასაკი“, „საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება“, „ნუთუ 60 წლისაა?“, – წერენ კომენატრებში.