62 წლის პოპ-ვარსკვლავი, მადონა და მისი ახალგაზრდა შეყვარებული, 27 წლის აჰლამალიკ უილიამსი უკვე 2 წელზე მეტია რაც ერთად არიან. პოპის დედოფალი შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს. როგორც ჩანს, ვარსკვლავი უილიამსთან მართლაც საოცრად ბედნიერად გრძნობს თავს.
62 წლის მადონა გვაჩვენებს, როგორი ბედნიერია 27 წლის ბოიფრენდთან
ახლახანს ინტერნეტსივრცეში პაპარაცული ფოტოები გავრცელდა, მადონა და აჰლამალიკი არტისტის 15 წლის ვაჟის საფეხბურთო თამაშზე იმყოფებოდნენ. წყვილი ლოს-ანჯელესში ხელიხელჩაკიდებულები გადაიღეს.
62 წლის მადონა შეუდარებლად გამოიყურებოდა, მან არჩევანი თინეიჯერულ „ლუქსზე“ შეაჩერა, მას თეთრი „შლაქსი“ შავი სვიტერი და თეთრი ჟილეტი ეცვა, ეხურა დიდი ზომის ქუდი, რომელსაც მზის სათვალე და დაწნული თმა შეუხამა. მადონა სკოლის მოსწავლეს ჰგავდა.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე ვარსკვლავური წყვილის ფრანგულმა ამბორმა მოიცვა. არტისტმა ვიდეო „ინსტაგრამ სთორიზე“ დადო.
https://www.youtube.com/watch?v=mDgrlS8q7Ko&feature=emb_title