ახალი ტალღის პირველი Jaguar-ის ვიზუალი ცნობილია – ეს არის კუპე ველური დიზაინით. პერსპექტიული მოდელის ფოტოები ქსელში უკვე გავრცელდა და სერიული ელექტრომობილის დებიუტებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი. პრეზენტაცია მაიამიში გაიმართება და მანამდე ტექნიკურ შიგთავსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება. Jaguar-ის სლოგანი ასე ჟღერს Copy Nothing (არავის მიბაძო) და ორკარიანი მოდელი ამ სლოგანს სრულად აკმაყოფილებს: ის მართლაც ყველასგან გამორჩეულია.
მოჭრილი ფორმები, უკანა ფანჯრის არ ჰქონდა და ბევრი სხვა დეტალი: Jaguar-ის დიზაინერებმა საკმაოდ გარისკეს და მათ პროექტს დიდი განხილვები ელის. ეს კუპე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოიწვევს, თუმცა ისიც ნათელია რომ სერიულ წარმოებამდე შოუ-ქარს წინ ბევრი ცვლილება ელის.