არიანა გრანდე ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში უფრო და უფრო ხშირად ექცევა. სულ ცოტა ხნის წინ, პოპ-პრინცესამ ლედი გაგასთან ერთად დუეტი Rain on Me გაავრცელა და მსოფლიო ჩარტებიც დაიპყრო.
ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ არიანამ „ჰოლივუდ ჰილზში“ სახლი 13.7 მილიონ დოლარად შეიძინა. პანორამული ხედი ლოს-ანჯელესზე, აუზი, მარანი, სპა-ოთახი, ვიტრაჟებიანი, ნათელი ოთახები ხედით სარეკრეაციო ზონაზე და უზარმაზარი ოთახი ტანისამოსისთვის – ეს 26 წლის ვარსკვლავის ახალი საცხოვრებელი სახლის სულ მცირედი აღწერაა.
არიანა გრანდეს მართლაც დახვეწილი გემოვნება აქვს, შეაფასეთ თქვენც ??