26 წლის არიანა გრანდე მუშაობას საკუთარ სახლში განთავსებულ სტუდიაში შეუდგა. ის თვითიზოლაციის პერიოდს თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ატარებს. ვარსკვლავს 9 ძაღლი და ღორი ჰყავს.
„ინსტაგრამზე“ ვარსკვლავმა თავისი ცხოველების შესახებ ისაუბრა და მათი ფოტოებიც გაგვიზიარა. აღსანიშნავია, რომ შინაური ღორი არიანას ყოფილმა საქმრომ, პიტ დევიდსონმა, 2018 წელს აჩუქა.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ პოპ-ვარსკვლავი უსამსახუროდ დარჩენილ თაყვანისმცემლებს ფულს ანონიმურად ურიცხავს.
არიანა გრანდე უსამსახუროდ დარჩენილ თაყვანისმცემლებს ფულს ანონიმურად ურიცხავს
კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო გააერთიანა, უამრავი ვარსკვლავი, ერთმანეთის მიყოლებით თანხებს Covid 19-ის წინააღმდეგ შექმნილ საქველმოქმედო ფონდებში რიცხავს, ზოგიერთი კი თავის უმუშევრად დარჩენილ გულშემატკივრებსაც ეხმარება