LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Audi-ის უახლესი შესრულება ჩინეთის ბაზარზე გამოვიდა

102
Audi-ის უახლესი შესრულება ჩინეთის ბაზარზე გამოვიდა

ჩინეთში ელექტრონული Audi E5 Sportback-ის გაყიდვები დაიწყო. Audi-სა და SAIC-ის ერთობლივი საწარმოს პირველი მოდელი, ელექტრო ფასტბეკი E5 Sportback, ჩინურ ბაზარზე მაქსიმუმ 787 ცხენის ძალის სიმძლავრით გამოვა. მოდელის საწყისი ღირებულება 235 900 იუანი იქნება. როგორც Car News China იუწყება, „პირველი Audi რგოლების გარეშე“ მხოლოდ პირველ ნახევარ საათში 10 153-მა ჩინელმა მყიდველმა შეუკვეთა. შედარებისთვის, მისი კონკურენტი Tesla Model 3 აგვისტოდან დღემდე მხოლოდ 17 739 ეგზემპლარი გაიყიდა.

ელექტრომობილი Advanced Digitized Platform-ზეა აგებული და ის Audi-მ და SAIC-მა ერთობლივად შექმნეს. მისი სიგრძე 4881 მმ, სიგანე — 1960 მმ, სიმაღლე კი — 1479 მმ-ია.

მოდელის აღჭურვილობაში შედის:

სავარძლების გათბობა და ვენტილაცია,

პანორამული სახურავი,

360°-ის კამერები,

უხმაურო დამუხტვის განყოფილება.

„ჭკვიანი“ ასისტენტები იყენებენ მონაცემებს 27 სენსორიდან — მათ შორის  რადარიდან, კამერებიდან და ულტრაბგერითი მოწყობილობებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები