LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley-მ ფუმფულა დათუნიების კოლექცია წარადგინა

141
bentley1

კომპანია Bentley-მ გამოუშვა დათუნიების კოლექცია, რომელიც 4 სათამაშოს მოიცავს და საფირმო სიმბოლიკითაა გაფორმებული. ფუმფულა სათამაშოები სხვადასხვა პერსონაჟების ფორმაში არიან გამოწყობილი და ბრიტანული ფირმის ხასიათს გამოხატავენ. სერიული მოდელის მიხედვით დათვების ფასი 65-დან 80 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული სათამაშოა სახელად Special Edition Signature, რომელიც ჰალსტუხიან დათვს წარმოადგენს და მუქ მწვანე ფერშია შესრულებული.

კოლექციაშია დათვი-მექანიკოსი თეთრ-მწვანე კომბინეზონით. ამასთან, გულის ჯიბეში სათამაშოს ინსტრუმენტების ნაკრებიც უწყვია. გარდა ამისა, Bentley-მ წარადგინა მრბოლელი დათვი, რომელიც შესაბამის ფორმაშია გამოწყობილი.

კოლექციის დანარჩენი ნაწილის ნახვა გალერეაში შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები