LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ და მელინდა გეიტსები 27 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ – მათ 130 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონების გაყოფა მოუწევთ

140
page
27 წლიანი ქორწინების შემდეგ ბილ და მელინდა გეითსები ერთმანეთს შორდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბილმა, „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა:
„ბევრი ფიქრისა და მცდელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქორწინება დავასრულოთ. 27 წლის განმავლობაში ჩვენ აღვზარდეთ სამი არაჩვეულებრივი შვილი და შევქმენით ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ადამიანებს ეხმარება.  ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, მაგრამ როგორც წყვილის თანაცხოვრება აღარ გაგრძელდება. გთხოვთ, მოგვცეთ დრო, რომ ჩვენმა ოჯახმა ახალი ცხოვრების დაწყება შეძლოს. ბილ და მელინდა გეიტსები“– წერს მსოფლიოში სიმდიდრით მეოთხე ადგილზე მყოფი მილიარდერი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ წყვილს 130 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონების გაყოფა მოუწევთ. დიდძალ ქონებაში უამრავი საცხოვრებელი კომპლექსი, ისტორიული ძეგლები, და ვინჩის ლეგენდარული ტილოები, ვერტმფრენები და საკოლექციო მანქანების მოდელები  ერთიანდება. ჯეფ ბეზოსისა და მისი მეუღლის, მაკკენზის შემდეგ ეს ყველაზე რეზონანსული განქორწინება იქნება.

შეგახსენებთ, მელინდა ბილის კომპანია „მაიკროსოფტში“ სამუშაოდ 80-იან წლებში მივიდა. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ.

 

გადახედეთ გეიტსების უზარმაზარი ქონების მცირე ნაწილის ამსახველ ფოტოებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები