25 წლის მოდელი, ჯიჯი ჰადიდი და 27 წლის მომღერალი, ზეინ მალიკი მშობლები პირველად გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ. აღნიშნული ინფორმაცია ჯგუფ One Direction-ის წევრმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა და ფოტოც გამოაქვეყნა.
„ჩვენი გოგონა უკვე აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი“, – ასე დაასათაურა მალიკმა შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც პატარა მის თითს ეჭიდება.
„ჩვენი გოგო სულ ცოტა ხანია, რაც ქვეყანას მოევლინა და ჩვენი ცხოვრება უკვე შეცვალა“, – წერს ჯიჯი
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. 2018 წელს ისინი დაშორდნენ, თუმცა, მიმდინარე წელს კვლავ შერიგდნენ.