LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ცნობილი გახდა რა ღირს რონალდოსა და ჯორჯინას სამკაულების კოლექცია

630
img

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო და მისი მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ საიუველირო ნაწარმსა და პრემიალურ საათებზე. ცნობილი გახდა რამდენი აქვთ დახარჯული საერთო ჯამში.

არც ისე დიდი ხნის წინ წყვილი Dubai Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა, სადაც აჩვენეს, თუ როგორ უყვართ ძვირფასი სამკაულები. რონალდოს, რომელიც იმ საღამოს საუკუნის ფეხბურთელად დაასახელეს, მარტო მარცხენა ხელზე 670 ათასი ევრო ეკეთა. ამ თანხაში შედის Rolex GMT Master-ის საათი (425 ათასი). ამაზე ძვირი საათი კომპანიას არც არასდროს ჰქონია. ის თეთრი ოქროსგან არის დამზადებული და ასობით 30-კარატიანი ბრილიანტი აქვს.

კრიშტიანოს გოგოს საქორწინო ბეჭედი 687 ათასიანია. სხვათა შორის, ფეხბურთელების მიერ მეორე ნახევრებისთვის ნაჩუქარ ბეჭდებს შორის, რონალდოს საჩუქარი პირველ ადგილზეა.

2018 წელს რონალდო „იუვენტუსის“ პრესკონფერენციაზე მივიდა და ხალხი Franck Muller-ის ბრილიანტებით მორთული საათით გააგიჟა, რომლის ფასი 1.3 მლნ ევროა.

მანამდე პორტუგალიელი შეამჩნიეს შეზღუდული რაოდენობით გამოსული Jacob and Co H24-ის საათით (111 ათასი ევრო). დიდი ალბათობით, ეს აქსესუარი რონალდოს უფასოდ ერგო: ის კომპანიის ელჩი გახდა 2013 წელს.

საათების გარდა რონალდოს ბეჭდებიც უყვარს. ერთი, ქალის 223 ათასი ევრო ღირს. მასზე დიდი ყვითელი ბრილიანტია გარშემო თეთრი ბრილიანტებით. უსახელო თითზე კი ბრილიანტებიანი საქორწინო ბეჭედი უკეთია, რომელიც 55 ათასი ევროდ ფასდება.

გასულ წელს ჯორჯინა ახალი სამკაულებით იწონებდა თავს. Patek Philippe TWENTY 4-ის საათი 36 ათასი ევრო ღირს და 18-კარატიანი ვარდისფერი ოქროთია დამზადებული. გოგოს ბრილიანტის სამი სამაჯურიც ეკეთა, თითოს ღირებულება 28 ათასია.

მოკლედ, კრიშტიანოსა და ჯორჯინას საიუველირო ნაკეთობების კოლექცია დაახლოებით 2.9 მლნ ევროა.

რონალდომ საყვარელ ქალს ხელი გასული წლის სექტემბერში სთხოვა. ისინი ზრდიან კრიშტიანო რონალდო-უმცროსს, ევას, მატეოსა და ალანა მარტინას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები