LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუჯერებელია, რომ ჩვენ კვლავ დაქორწინებულები ვართ“ – ბლეიკ ლაივლი რაიან რეინოლდს დაბადების დღეს ორიგინალურად ულოცავს

197
safe-image

23 ოქტომბერს, მსახიობ რაიან რეინოლდს 44 წელი შეუსრულდა. როგორც ცნობილია, ის და მისი მეუღლე, ბლეიკ ლაივლი საოცარი იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს სახალხოდ, სოციალური ქსელის მეშეობით ხშირად ეხუმრება, ამიტომ, „ინსტაგრამ“-გამომწერები მოუთმელად ელოდნენ, თუ როგორ მიულოცავდა ლაივლი მეუღლეს იუბილეს. მოლოდნი გამართლდა. 33 წლის ბლეიკმა რაიანს ნამცხვარი თავად გამოუცხო და დაბადების დღეც ორიგინალურად მიულოცა.

„ვინ არის გზააბნეული სული, რომელიც დაბადების დღეზე ტორტის ნაცვლად კექსს ითხოვს? რომელი ცხოველი ჭამს ტორტს მანამ, სანამ სანთლებს ჩააქრობს? – დაბადების დღეს გილოცავ, დაუჯერებელია, რომ  ჩვენ კვლავ დაქორწინებულები ვართ“, – წერს ლაივლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები