სექტემბრის ბოლოს აშშ-ს ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიამ ფლორიდას შტატს სერიოზული ზიანი მოუტანა, დაანგრია შენობები და ინფრასტრუქტურა. არანაკლებ დაზარალებული კატეგორია აღმოჩნდა ავტომობილები, ქარმა და წყალდიდობამ ათი ათასობით მანქანა გააფუჭა – ბიუჯეტური და ულტრა ძვირადღირებული. ახლა კი ამ მანქანების ნახვა Copart-ის აუქციონის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
ქარიშხლის გამო დაზიანებული ავტომობილები იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ Copart-მა მათთვის სპეციალური განყოფილება გამოყო. ამჯერად სია 5 ათასამდე მოდელს მოიცავს და ეს ყველაფერი არ არის, განაცხადთა რაოდენობა 60 ათასზე მეტია და ისინი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
პირველივე გვერდზეა Ferrari 488 Spider, რომელშიც მზად არიან 86 500 დოლარი გადაიხადონ.
სიაშია ასევე Ferrari Roma 2021 წლის, Rolls-Royce Dawn, Bentley Continental GT და Bentayga, თანაც ზოგიერთი რამდენიმე ეგზემპლარშიც. მსურველებს შეუძლიათ ასევე – 2019 წლის Porsche 911 GT3 RS-ისა და 2020 წლის წითელი Lotus Evora GT შეძენაც.