LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „გუჩით მოსილი სიამის ტყუპები“ – ჯარედ ლეტო და ალესანდრო მიკელე „მეტ გალას“ იპყრობენ

786
Untitledf

გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ „მეტ გალაზე“ უამრავმა ვარსკვლვმა გაიბრწყინა. ჩვენ უკვე არაერთი შთამბეჭდავი „ლუქი“ ვიხილეთ და დეტალურად განვიხილეთ კიდეც.

ფოტო: კაბა „ტრანსფორმერი“ – ბლეიკ ლაივლის „ლუქი“ „მეტ გალას“ ისტორიაში „ოქროს ასობით“ ჩაეწერა

ფოტო: კაბა, რომელიც 10 თვე იქმნებოდა – სარა ჯესიკა პარკერი „მეტ გალას“ დედოფალია

ფოტო/ვიდეო: -7 კგ კაბის ჩასაცმელად – კიმ კარდაშიანმა „მეტ გალაზე“ მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა

წითელ ხალიჩაზე, ჯარედ ლეტო, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე გამორჩეული იმიჯით გამოჩნდა, მას გვერდს „გუჩის“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ალესანდრო მიკელე უმშვენებდა. რა ეცვათ მათ?, რა თქმა უნდა „გუჩის“ კოსტიუმი, თანაც სრულად იდენტური. ჯარედსა და მიკელეს ვარცხნილობაც კი ერთნაირი ჰქონდათ.

მათ კრემისფერ, ნაქარგებიან  ორეულს თეთრი პერანგი, წითელი ბაფთა, შავი ხელთათმანები, ამავე ფერის ფეხსაცმელი და აგურისფერი ჩანთები შეუხამეს, ორივეს მზის სათვალე და ერთნაირი თმის სამაგრი ეკეთათ.

ინტერნეტსივრცეში აღფრთოვანებული ფანების შეფასებები არ წყდება:

„გუჩით მოსილი სიამის ტყუპები“, სტილის გურუები“, – წერენ კომენტარებში.

ფოტო: „სტილის გურუ“ – 50 წლის ჯარედ ლეტო Variety-ის ახალ ნომერს ამშვენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები