„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია.
ის საქართველოში საფეხბურთო ნაკრების თამაშისთვის ჩამოვიდა.
ახლახან ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სასულიერო პირები ხვიჩასა და მის ოჯახთან ერთად არიან გადაღებულები.
ფოტო საპატრიარქოშია გადაღებული, სადაც ხვიჩა ოჯახის წევრებთან და საცოლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა.