LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კრისტინა აგილერა დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად „ბორბლებიან სახლში“ ატარებს

136
page

აი უკვე რამდენიმე თვეა, პოპ-ვარსკვლავი, კრისტინა აგილერა პანდემიის პერიოდს შეყვარებულთან, მეთიუ რატლერთან და ორ შვილთან ერთად, ლოს-ანჯელესის სახლში ატარებს. თუმცა, ახლახანს 39 წლის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ მომღერალი დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად ბუნებაში, „ბორბლებიან სახლში“ ატარებს.

„ცოტა ხნით ბუნებაში გავიპარეთ“, – ასე დაასათაურა აგილერამ ფოტო, რომელზეც 12 წლის ვაჟათან ერთად, ტრაილერში პოზირებს.

შეგახსენებთ, კრისტინას პირველი ქორწინებიდან 12 წლის ვაჟი ჰყავს, ხოლო მეთიუ რატლერთან გოგონას ზრდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები