LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლედი გაგა გატაცებულ ძაღლებს პირველად ხვდება – ინტერნეტსივრცეში პაპარაცული ფოტოები ვრცელდება

188
39915240-0-image-a-11-1614621224826

როგორც იცით, გასულ კვირას, ორმა შეიარაღებულმა პირმა ლედი გაგას ძაღლები გაიტაცა, მისი თანაშემწე რაიან ფიშერი კი, რომელიც ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, მკერდში დაჭრა.

ფოტო: ლედი გაგას ძაღლები უცნობმა ქალბატონმა დააბრუნა, ის კუთვნილ 500 000 დოლარს ითხოვს

ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლედი გაგამ გატაცებული ძაღლები პირველად ნახა. ინტერნეტსივრცეში ფოტომასალაც გამოჩნდა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ტოვებს რომის სასტუმროს ლედი გაგა და ლოს-ანჯელესში მიემართება.

ვარსკვლავი უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით გადაადგილდებოდა, სასტუმროს კართან სპეციალური კარავიც გაშალეს, რათა გაგას უსაფრთხოდ და შეუმჩნევლად დაეტოვებინა რომის სასტუმრო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაგამ განაცხადა, რომ ძაღლების დაბრუნების შემთხვევაში 500 000 დოლარს გადაიხდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიღაც მის ძაღლებს ქუჩაში იპოვის. რამდენიმე დღეში ვარსკვლავის ძაღლები პოლიციაში უცნობმა ქალმა მიიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, ქალს ძაღლების გამტაცებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა მან 500 000 დოლარის ოდენობის გასამრჯელო.

„მე შენ მიყვარხარ რაიან ფიშერ, შენ საკუთარი სიცოცხლე გარისკე ჩვენი ოჯახის გადასარჩენად, შენ ჩემთვის მარადიული გმირი ხარ“, – არტისტმა დაჭრილ თანაშემწესაც მიმართა და მას მადლობა გადაუხადა. როგორც ირკვევა გაგა დაზარალებულ, 30 წლის რაიან ფიშერს 97 500 დოლარს გადაუხდის და მკურნალობის ხარჯებს დაუფარავს.

 

ცოტა ხნის წინ რაიან ფიშერმა კლინიკიდან ფოტოები გაავრცელა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ძაღლი, რომელიც გამტაცებლებს გაექცა, მისი მფარველი ადგელოზია, საუბარია აზიაზე, რომელიც დაჭრილ ფიშერთან მივიდა და მას გვერდიდან არ შორდებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები