ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან დამონტაჟებულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერზე წარწერა გააკეთეს.
ბანერზე წარწერა GEO! შავი საღებავით არის შესრულებული.
ჯერჯერობით უცნობია, ვის მიერ გაკეთდა წარწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, წარწერა ბანერზე დღეს დილით გაჩნდა.