მილიონობით ბრიტანელი გამოვიდა საკუთარი სახლებიდან, რათა პატივი მიეგოთ ექიმებისთვის. აქციამ ვირუსული ხასიათი მიიღო და მასში ყველა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.
ნორფოლკიდან აქციას ბრიტანეთის სამეფო ოჯახი შეუერთდა. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ექიმებისთვის სამადლობელი ტაშის დასაკრავად სახლიდან 3 შვილთან ერთად გამოვიდნენ. ოჯახის ყველა წევრი ლურჯ ფერებში იყო გამოწყობლი.
აქციას სახელწოდებით Clap for Carers შეუერთდა კლარენს-ჰაუსიც. პრინცმა ჩარლზმა და კამილა პარკერმა საკუთარი რეზიდენციიდან გადაუხადეს მადლობა ექიმებს. აქცია ბრიტანეთში უკვე მეხუთედ იმართება.
