LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქორწილია, ქორწილი! – 45 წლის კიმ კარდაშიანი და 32 წლის მეთიუ ნოსკა მალიბუს სანაპიროზე

1370
page

45 წლის კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაავრცელა. ის თეთრ კაბაში გამოწყობილი მალიბუს სანაპიროზეა გადაღებული და დიახ, ეს ქორწილია. ფოტოებში რეალითი შოუს ვარსკვლავი 33 წლის მსახიობზე, მეთიუ ნოსკაზე თხოვდება.

თუკი ფიქრობთ, რომ კიმმა ნამდვილი სიყვარული იპოვა და ის მეოთხედ გათხოვდა, უნდა დაგამწუხროთ, ეს გახლავთ კადრები ახალი სერიალიდან.

რაიან მერფის შოუში, სახელწოდებით „ყველაფერი წესის მიხედვით“, კიმი მთავარ როლს ასრულებს, მას კი პარტნიორობას სწორედ მეთიუ ნოსკა უწევს. სერიალში აგრეთვე ისეთ ლეგენდარულ მსახიობს ვიხილავთ, როგორიც გლენ კლოუზია.

„რას ელით ახალ სეზონში? სერიალის ორეტაპიანი ფინალი უკვე Hulu-ზეა!“, – წერს კიმი.

ლეგენდარული ქალებით შეპყრობილი – 45 წლის კიმ კარდაშიანმა ნაომი კემპბელის „ლუქი“ ერთი ერთში გაიმეორა

„ეს იყო ბოლო წვეთი… მასთან ერთად არასდროს იცოდი, დილით რა დაგხვდებოდა“ – კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან ტოქსიკურ ურთიერთობაზე ღიად პირველად ისაუბრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები