როგორც ცნობილია, ლონდონში „რიდლი სკოტის“ ფილმის, „გუჩის სახლის“ პრემიერა შედგა. თუკი რამდენიმე დღის წინ ლედი გაგამ იისფერი, ავანგარდული სტილის კაბა მოირგო, ამჯერად ვარსკვლავი „გუჩის“ კლასიკური კოსტიუმით გამოჩნდა.
ფოტო: ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სელმა ჰაიეკი „გუჩის სახლის“ პრემიერაზე
პრემიერაზე 35 წლის არტისტმა ორმაგი „ლუქით“ მოიწონა თავი და კინო-ჩვენების მსვლელობისას ტანისამოსი გამოიცვალა. მან კოსტიუმის შემდეგ ყავისფერი, საკმაოდ გულახდილი კაბა მოირგო.
„და როდესაც მან კოსტიუმი გაიხადა, ყველა მას უყურებდა“,„ლედი გაგა მოდის კულტად იქცა“, – წერენ ინსაიდერები.