LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სახლი, სადაც შერი და მერლინ მონრო ცხოვრობდნენ, 88 მილიონად გაიყიდა

154
image

ჰოლივუდში მდებარე  სახლი, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მომღერალი შერი  ცხოვრობდა, კოლოსალურ თანხად, 88 მილიონ დოლარად გაყიდა.

პოპ-ვარსკვლავმა და მისმა იმჟამინდელმა მეუღლემ, სონი ბონომ უძრავი ქონება 1974 წელს მხოლოდ 175 000 დოლარად  შეიძინეს. აღსანიშნავია რომ ეს თანხა  დღეს 4,2 მილიონი დოლარის ექვივალენტია.  ცნობისთვის, სწორედ ამ შენობაში გადაიღეს მათ სატელევიზიო შოუ The Sonny & Cher Comedy Hour.

საცხოვრებელი კომპლექსი 1133 კვადრატული მეტრისგან შედგება.  სახლში  9 საძინებელი, 10 სააბაზანო, ღვინის მარანი, ღია და დახურული საცურაო აუზებია განთავსებული.

ცნობისთვის, აღნიშნულ სახლში 21 წლის მერლინ მონრო სტუდია 20th Century Studios-ს ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჟოზეფ შენკთან ერთად ცხოვრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები