შეუდარებელმა პენელოპა კრუსმა გამოცემა „ვერიეთის“ ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა. 47 წლის მსახიობმა ახალი ფილმის, „პარალელური დედებისა“ და რეჟისორ, პედრო ალმადოვართან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, რეჟისორთან მას ძალიან ახლო და უშუალო ურთიერთობა აქვს.
„მას შეუძლია მომატყუოს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ასევე ვიქცევი მეც მასთან“, – აცხადებს პენელოპა, რომელიც პედრო ალმადოვარის „მუზადაა“ აღიარებული.
რაც შეეხება ფოტოსესიას, კრუსი საოცრად ჰაეროვანი სადა და ამასთან ერთად ელეგანტური იყო, მან ფოტოობიექტივის წინაშე თეთრი, შავი და მწვანე ტანისამოსი მოირგო.
„შანელის“ პიჯაკი და ბადე კოლჰოტი – პენელოპა კრუსის ელეგანტური გამოჩენა