გამოცემა In Touch-ის უახლესმა ნომერმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. გარეკანზე ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფოტო დაიბეჭდა, სათაურში ვკითხულობთ: „ბრედი და ჯენი ექვსი თვეა ერთად ცხოვრობენ პარიზში! ეს ქალაქი მათთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო“.
„ჯენიფერი და ბრედი უკვე ექვსი თვეა ცდილობენ ერთად ყოფნას და სურთ ნახონ, რა მოხდება“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, ენისტონი მარტში, „ნეტფლიქსის“ კრიმინალური თრილერის გადაღებების დროს პარიზში მართლაც იმყოფებოდა.
ბრედ მოემზადე! – ჯენიფერ ენისტონი მზადაა სიყვარულო ურთიერთობებისთვის
ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს
შეგახსენებთ წყვილი 5 წელი იყო დაქორწინებული, ისინი და 2005 წელს დაშორდნენ. განქორწინების მიზეზი ბრედის ჯოლისთან ურთიერთობა გახდა. 2014 წელს პიტი და ჯოლი დაქორწინდნენ. 2015 წელს ჯენიფერ ენისტონი ჯასტინ ტერუს გაჰყვა ცოლად, თუმცა მათი ქორწინება კრახით დასრულდა. ახლა ბრედიც და ჯენიფერიც თავისუფლები არიან.