LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ მოემზადე! – ჯენიფერ ენისტონი მზადაა სიყვარულო ურთიერთობებისთვის

310
page

ჯენიფერ ენისტონს ორი ქორწინება ჰქონდა, როგორც ცნობილია, მისი პირველი ქმარი ბრედ პიტი იყო, რომელთანაც მსახიობი 5 წელი ცხოვრობდა, მეორე პარტნიორთან, ჯასტინ ტერუსთან კი 2 წელი. ვარსკვლავი უკვე 3 წელია განქორწინებულია და ამ პერიოდის განმავლობაში მას შეყვარებულ არ ჰყოლია. მართალია, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ენისტონი დევიდ შვიმერს ხვდება, თუმცა ეს ფაქტი ორივემ უარყო.

ჯენიფერ ენისტონი და დევიდ შვიმერი ერთმანეთს ხვდებიან

ახლახანს მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე მზადაა ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

„ვფიქრობ დროა, უკვე მზად ვარ საკუთარი თავი სხვასაც გავუყო, მე ეს დიდი ხანი არ მინდოდა, მომწონდა მარტო ყოფნა, თუმცა ახლა უკვე მზად ვარ ახალი სიყვარულო ურთიერთობებისთვის“, – აცხადებს 52 წლის ენისტონი.

ცნობისთვის, ახლა ვარსკვლავის პირველი ქმარი, ბრედ პიტი თავისუფალია და არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბრედსა და ჯენიფერს საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი ფლირტის ვიდეო და ასევე კულისებში მათი შეხვედრა Actors Guild Awards-ზის დაჯილდოებაზე.

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

მომენტი, რომელსაც საზოგადოება 15 წელი ელოდა – ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კულისებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები