კომპანია „ტოიოტამ“ იაპონიაში „ჭკვიანი ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგში ტექნოლოგიების გამოსაცდელი პირველი მასშტაბური სივრცე გახდება. „ნაჭრის ქალაქი“ ( Woven City) ტოკიოდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისის ფართობი 71 ჰექტარს შეადგენს.
„ჭკვიან ქალაქში“ საფეხმავლო ბილიკი, ელექტროსკუტერებისთვის გადასაადგილებელი გზა და ავტომობილებისთვის განკუთნილი ტრასა განთავსდება. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე, ქალაქში სხვადასხვა ასაკის 360 ადამიანი იცხოვრებს.