Toyota-მ ახალი ბიზნეს-სედანი წარმოადგინა და ის Camry-ზე ბევრად დიდი და თანამედროვე გამოვიდა. შანხაის ავტო სალონზე მოდელი bZ7-ის პრემიერა შედგა, მოდელის რომელსაც ბრენდის ფლაგმანობას უწინასწარმეტყველებენ. ბიზნეს-სედანი რომლის სიგრძეც 5 მეტრს აჭარბებს, ჩინურ GAC-Toyota-ს ფილიალთან თანამშრომლობით შექმნა, ადგილობრივ ქარხანაში. დიზაინი კონკურენტთა სტილშია შემუშავებული და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
Toyota bZ7 უფრო დიდია ვიდრე Camry XV80 ან Nissan N7, თუმცა ზუსტი გაბარიტები არ ზუსტდება. სალონში დიდად გასაოცარი არაფერია და ყველაფერი თითქმის სტანდარტებში ჯდება.
ექსტერიერის დიზაინით ToyoTa bZ7 ახალი Lexus ES-ს მოგაგონებთ, თუმცა მსგავსება მხოლოდ სტილისტიკურია: სედანებს ორი განსხვავებული პლატფორმა ექნებათ. რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.





