LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „თუკი უკრაინას მარტო დავტოვებთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ამერიკულ სულს დავკარგავთ“ – შონ პენი ცხელი ზონიდან განცხადებას ავრცელებს

9740
page

გუშინ, 61 წლის ოსკაროსანი მსახიობის, შონ პენის საქციელმა საზოგადოება აღაფრთოვანა, ის უკრაინაში ჩავიდა, რათა მსოფლიოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ უამბოს და დოკუმენტური ფილმი გადაიღოს. ინტერნეტსივრცე მოიცვა სამხედრო ეკიპირებაში გამოწყობილი პენის ფოტოებმა. ის ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა და ახლაც ცხელ ზონაში იმყოფება.

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

ახლახან, მისი მიმართვა გავრცელდა, ის ამერიკას მოუწოდებს, არ დატოვოს უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო.

„უხეში შეცდომა უკვე დაშვებულია, თუ ეს ყველაფერი არ შეჩერდება, მჯერა, პუტინი მთელი კაცობრიობის წინაშე ყველაზე საშინელ დანაშაულს ჩაიდენს. თუკი უკრაინას მარტო დავტოვებთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ამერიკულ სულს დავკარგავთ“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ვიდეო: მადონა პუტინს ღიად უპირისპირდება და მას ჰიტლერს ადარებს – პოპის დედოფალი რუსეთ-უკრაინის ომს კლიპს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები