2022 წლის, „ოსკარების“, რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიამ არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა, ზოგისთვის ის ერთფეროვანი იყო, ზოგისთვის კი პირიქით, თუმცა ფაქტია, „ოსკარების“ ეპოპეა გრძელდება და გრანდიოზული მოვლენის შემდეგ მასზე საუბარი არ წყდება.
ფოტო: ორი ეპოქის ვარსკვლავი ერთად – ლედი გაგასა და ლაიზა მინელის მოულოდნელი გამოჩენა „ოსკარზე“
ამჯერად თქვენ ყურადღებას ლეგენდარულ მსახიობებზე, უმა თურმასა და ჯონ ტრავოლტაზე გავამახვილებთ. ისინი სემუელ ელ ჯექსონმა გამარჯვებულის გამოსაცხადებლად მოიხმო სცენაზე. ეპიკური ფილმის, „მაკულატურას“ ვარსკვლავები საოცარ ფორმაში იყვნენ, 51 წლის უმას თეთრი პერანგი ამშვენებდა, 68 წლის ტრავოლტას კი შინდისფერი პიჯაკი. მათ საკულტო სცენა გაიმეორეს და ტვისტიც იცეკვეს. აღნიშნულ სცენას დიდი ოვაციები მოჰყვა.
„ზოგიერთი მსახიობი როლში სამუდამოდ რჩება“, – გაიხუმრა 73 წლის ლეგენდარულმა მსახიობია, სემუელ ელ ჯექსონმა.