LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტყეში კლასიკური ავტომობილების გიგანტური სამარხი აღმოაჩინეს

79
oldcars

ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ ტყეშია გადაღებული. ფოტოების ავტორმა ღია ცის ქვეშ დაყრილი კლასიკური ავტომობილის სასაფლაო იპოვა. ამ ადგილს ადგილობრივები Old Car City-ს ანუ ძველი მანქანების ქალაქსაც კი უწოდებენ. ტყეში 4 ათასზე მეტი მოდელია თავმოყრილი და მათ 12 000 ჰექტრამდე ტერიტორია უკავიათ. პრაქტიკულად ყველა ავტომობილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ზოგიერთი საერთოდ ჯართადაა ქცეული.

პირველი ავტომობილები old Car City-ში შორეულ 1931 წელს გამოჩნდა. თავიდან ამ ტერიტორიას გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების სადგომად იყენებდნენ. წლების გასვლის შემდეგ მიტოვებული მანქანების რაოდენობამ მოიმატა და როგორც ტერიტორიის მეპატრონე ამბობს, „ტექნიკა დედა ბუნებას შეერწყა.“

სასაფლაოზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი არჩევანი Ford Mustang-ისა და Camaro-ს, Plymouth Superbird-ისა და Belvedere-ს და ასევე ბევრი სხვა რარიტეტული მოდელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები