მარიამ რუაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავზე წერს და აღნიშნავს, რომ მამა-შვილის ზურა და ლენუკა ყიფშიძეების ცხოველებისადმი სიყვარულით აღფრთოვანებულია.
„უსაყვარლესი მამა-შვილი…მათ თავისი ცუგა ჰყავდათ საოპერაციოდ და თქმით შეუძლებელია იმის აღწერა როგორ განიცდიდნენ. ბატონმა ზურამ ცხოველი არ დატოვა მოფერების გარეშე, გარეთ ფისო იყო და იმას ნერვიულობდა თუ არ ჰყავს პატრონი წავიყვანო.
მოკლედ მე მარტო ვიყავი ჩემს მიყვანილ ცუგასთან და როგორც ყოველთვის მოფერებაში მყავდა, რაღაც მომენტში თვალზე ცრემლები მომადგა, რომ ის ქუჩიდან იყო და მუდმივი პატრონი არ ჰყავდა, თუმცა უმაგრესი გოგონები ზრუნავენ უკვე მასზე…
5 წუთით გავედი გარეთ და რომ შემოვედი ასე ეფერებოდა, უფრო ამიჩუყდა გული და ჩავეხუტე ბატონ ზურას და მადლობა ვუთხარი ამხელა ადამიანობისთვის და ცხოველების სიყვარულისთვის…ორივე ცუგას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა ჩვენი უძლიერესი ქირურგი ირაკლი ნარჩემაშვილის და მაშოს მიერ…მთავარი ადამიანობა და თავდამბლობაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ საოცარ მამა-შვილს”, – წერს მარიამ რუაძე.