„ადამიანი ობობას“ ვარსკვლავები, ზენდაია და ტომ ჰოლანდი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ. გასულ კვირას ისინი მშობლიურ ლონდონში იყვნენ, სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილი ნიუ-იორკში, პაემანზე გადაიღეს.
ისინი ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდნენ რესტორნისაკენ. 25 წლის ზენდაიას მხრებმოშიშვლებული შავი კაბა ამშვენებდა, ტომი კი ლურჯ პერანგში იყო გამოწყობილი.
„უტკბილესი წყვილი“,„წლის წყვილი“, „ძალიან საყვარლები არიან“, – წერენ აღფრთოვანებული გულშემატკივრები კომენტარებში.