ფოტო/ვიდეო: ახალი მოწყობილობა მოდური ადამიანებისთვის – „ლუი ვიტონმა“ პორტატიული დინამიკი შექმნა

163
page

„ლუი ვიტონმა“, მუსიკისა და მოდური აქსესუარის შერწყმით, ახალი მოწყობილობა შექმნა. ეს გახლავთ პორტატიული, კომპაქტური და მსუბუქი LV Nanogram-ის დინამიკი, რომელიც სულ რაღაც 520 გრამამდე იწონის. მოწყობილობა ბრენდის მრგვალი ჩანთის იდეითაა შთაგონებული, მას ტყავის სამაგრები აქვს.

2.3-ინჩიანი დინამიკი 170-20 ჰერცამდე სიხშირეს გთავაზობთ, 17-საათიანი ბატარეის ხანგრძლივობა აქვს. USB-C დამტენიც მოჰყვება, დამუხტვას კი მხოლოდ 2 საათი სჭირდება. მისი ფასი 2230 დოლარია. იგი სამ ფერში, სპილენძისფერში, ვერცხლისფერსა და ჭრელშია ხელმისაწვდომი.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები